სამოქალაქო სექტორის წერილი ევროპარლამენტს

15 ნოემბერი 2019, 19:35 1535 ნახვა

50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივისტი მიმართვას უგზავნის ევროპის სოციალისტურ პარტიას.  წერილში, რომელიც გამჭვირვალობა-საქართველომ ასევე გაუგზავნა 750 ევროპარლამენტარს აღნიშნულია, რომ „გამოწვევები უკავშირდება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, ევროპული პარტიის პარტნიორს, რომლის ქმედებების შედეგად გრძელდება სახელმწიფოს მიტაცების პროცესი საქართველოს არაფორმალური მმართველისა და პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ“.

„მმართველი პარტიის ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯს პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან ქუჩაში გადააქვს, რითაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და სტაბილურობას ქვეყანაში“ - წერენ ორგანიზაციები.

ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება აშკარად უპირისპირდება საქართველოს მოქალაქეების ნებას და აზიანებს თანასწორობას პოლიტიკურ ასპარეზზე. ამასთან ამბობენ, რომ ამ ქმედებებით „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება როგორც „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ ფუძემდებლურ ღირებულებებს და პრინციპებს, ისე პოლიტიკური ქცევის ღირებულებებს.

„არ მოტყუვდეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებით, რომ ეს იყო შიდაპარტიული დემოკრატიის დემონსტრირება. სინამდვილეში, ეს არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების პროცესის გაგრძელება“ - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს 50-მდე აქტივისტი და ორგანიზაცია აწერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი