რუსთაველის გამზირი ისევ კარვებითაა გადაკეტილი

15 ნოემბერი 2019, 11:38 2116 ნახვა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ქუჩა ისევ კარვებითა გადაკეტილი.

აქციის მონაწილეებმა, გუშინ გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე კარვები და წითელი ვარდებიც მიიტანეს.

კარვებს აწერია: ''შეცვალე'', ''რუსეთი ოკუპანტია''.

კარვებზე დევს წითელი ვარდები, ევროკავშირის დროშები და ასევე ბიძინა ივანიშვილის ფოტოები. 

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი - 3. პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. 

საპარლამენტო უმრავლესობა და ''ქართული ოცნება''  9 დეპუტატმა დატოვა. 

აქციები დაიწყო თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი