უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს ომბუდსმენი. ნინო ლომჯარიას შეფასებით, არსებული შერჩევის წესი, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანამდებობის დაკავების, ასევე, სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებებს.