რატომ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი

10 ნოემბერი 2019, 20:00 2189 ნახვა

ბოლო დღეების განმავლობაში, ბანკის ათასობით კლიენტმა მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ  საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ  მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ,  მათ საბანკო სესხებზე, საპროცენტო განაკვეთი 1% -ით გაიზარდა. 

კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ინფლაციის გაზრდითაა განპირობებული.  ეროვნული ბანკში მიიჩნევენ, რომ საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მიმართულია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. არსებულ ვითარებაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობაზე  საუბრობენ ფინანსისტებიც, თუმცა  ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი იძულებითია. ამასთან, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ მოსალოდნელ ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში