კინოთეატრ „ამირანის" ცენტრალურ შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. კინოთეატრში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" მორიგი ჩვენება 19:30 წუთზეა ჩანიშნული.
„ქართული მარშის" წევრები და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები ფილმის ჩვენების ჩაშლას დღესაც აპირებენ.