ცოტა ხნის წინ მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულ ფილმებს შორის ქართულ-შვედური პროექტი, And Then We Danced მოხვდა.
მსახიობი ლევან გელბახიანი, მინსკის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.
ფესტივალში მონაწილეობას 50 ქვეყნიდან 150-მდე ფილმი იღებდა.
სხვადასხვა ნომინაციაში ასევე გაიმარჯვა კიდევ რამდენიმე ქართულმა პროექტმა:
საუკეთესო სცენარი - დიმიტრი მამულიას ფილმი "ბოროტმოქმედი";
საუკეთესო მსახიობი ქალი - სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე";
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის "და ჩვენ ვიცეკვეთ";
საუკეთესო მუსიკა - დიმიტრი მამულიას ფილმი "ბოროტმოქმედი";