სპორტის პედაგოგების ხელფასები იზრდება

08 სექტემბერი 2016, 00:00 2209 ნახვა

მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელები ყოველთვიურად 50-დან 70 ლარამდე დანამატს მიიღებენ. გარდა ამისა, აღნიშნულ პირებს დამატებით ასევე შეიძლება მიეცეთ 10 ლარი, თუ ისინი ფლობენ მწრთვნელის დიპლომს, ან შესაბამისი ფედერაციის მიერ გაცემულ ლიცენზიას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელის მიერ აღზრდილი 1 სპორტსმენი მონაწილეობდა ეროვნულ ჩემპიონატში, ან ორმა სპორტსმენმა მაინც დაიკავა საპრიზო ადგილი ადგილობრივ შეჯიბრებებში, თანხას კიდევ 10 ლარი დაემატება. ამ ეტაპზე 200-მდე მოქალაქეა რეგისტრირებული. პროგრამის განსახორციელებლად, წელს სამინისტრომ 60 ათას ლარამმდე თანხა გამოყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი