„საქართველოს უსაფრთხოებისთვის გამოწვევა რუსი ჯარისკაცების ყოფნაა თქვენს ტერიტორიაზე - ჩვენ გეხმარებით, რომ დაიცვათ თავი“ - ნატოს მთავარი გზავნილი დღესაც ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის სტაბილურობისკენ იყო მიმართული.
ბათუმში, თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე ექსპერტები, ამერიკელი კონგრესმენები და დიპლომატები ღია დისკუსიის ფორმატში ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს ხვალაც გაუზიარებენ. კონფერენციის პირველი დღე ცოტა ხნის წინ დასრულდა.