„მაცი ხვიტია“-ში ცხენებს იპარავენ, გამოდის იგი ქურდობის პროპაგანდას ეწევა? - რომან გოცირიძე

06 ნოემბერი 2019, 16:00 1998 ნახვა

ლევან ვასაძის, "ქართული მარშისა" და სხვა დაჯგუფებების მუქარას, რომ არ დაუშვებენ ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენებებს კინოთეატრებში, პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე შავრაზმულ ბრბოს დაუსჯელობის სინდრომად აფასებს. 

რაც შეეხება ფილმის მოწინააღმდეგეების მოსაზრებას, თითქოს ფილმი ლგბტ თემის პროპაგანდას ეწევა, რომან გოცირიძის აზრით, შავრაზმელი ექსტრემისტული ჯგუფების უაზრო არგუმენტია, რადგან მაგ ლოგიკით, ფილმი "მაცი ხვიტია" მოპარვის პროპანგადას ეწევა. 

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, შავრაზმელი ექსტრემისტული ჯგუფები პირდაპირ არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან, მათ აქვთ დაუსჯელობის განცდა.

„დაუსჯელობის განცდა აქვთ, რადგან ისინი წლების განმავლობაში ძალადობენ. მათი ლიდერები პირდაპირ აკეთებენ განცხადებას, რომ კომბლებს დატოვებენ სახლში, მაგრამ სამაგიეროდ შიშველი ხელებით ჩაშლიან. მოსამართლეს ვერ ათქმევინებ, რომ შიშველი ხელებით ჩაშლა არის ძალადობა, კომბალი ხომ არ უჭირავს, დაახლოებით ასე გამოვიდა. მათ იდეოლოგიურ პლატფორმას იზიარებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. ერთ-ერთმა დეპუტატმა ცეცხლზე ნავთი დაასხა, როდესაც განაცხადა, რომ ყველას აქვს უფლება ფილმის ნახვის, მაგრამ ეს ფილმები არ უნდა ეწეოდნენ რაღაცის პროპაგანდას. თურმე ხელოვნების ნიმუში, „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმი ვიღაცისთვის შეიძლება ყოფილიყო პროპაგანდის გამწევი. მაშინ, აგერ ფილმი რომ არის „მაცი ხვიტია“, სადაც ცხენებს იპარავენ, გამოდის, რომ ეს ფილმი ეწევა ქურდობის პროპაგანდას. ასეთ უაზრო განცხადებებს აკეთებენ აქ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი