საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთში მაზარ-ი-შარიფში, ბაგრამსა და ქაბულში მდებარე სამხედრო ბაზებზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეხვდა.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ავღანეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, სტაბილურობის გაძლიერებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე. მინისტრმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და ამერიკელი საზღვაო ქვეითები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.