პოლიცია ხულოში არასრულწლოვანი გოგოს გამტაცებლების კადრებს ავრცელებს

05 ნოემბერი 2019, 11:06 26695 ნახვა

პოლიცია ხულოში არასრულწლოვანი გოგოს გამტაცებლების დაკავების კადრებს ავრცელებს . ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ხულოში, 19 წლის ბიჭმა, ორ თანამზრახველთან ერთად, არასრულწლოვანი გოგო მოიტაცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე მათგანი დაკავებულია. ისინი პოლიციამ გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით აიყვანა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა არასრულწლოვანი ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა. ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ მას გოგოს ცოლად შერთვა სურდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი