საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია იუბილარია. პირველი გადაცემა ეთერში 32 წლის წინ, 4 ნოემბერს გავიდა. არხმა მაუწყებლობა 1987 წელს დაიწყო და კვირაში ორჯერ საინფორმაციო - მუსიკალური გადაცემით გადიოდა ეთერში.
1999 წლიდან აჭარის ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს. უკვე მე-6 წელია აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს ატარებს.