ფერიის დასახლებაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მოსახლეობას მანდარინის ბაღები გაუნადგურა. ერთ-ერთი ადგილობრივი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მეწყერმა დააზიანა გაზისა და წყლის მილებიც.
"ჩამოწოლილმა მიწის მასამ ჩემი და ჩემი ნათესავის მანდარინის ბაღი, ფაქტიურად მეზობლის ეზოში გადაიტანა. შესაბამისად, იმათი მანდარინის ბაღიც დაზიანდა. მეწყერმა დააზიანა წყლისა და გაზის მილებიც, საფრთხის ქვეშაა ცენტრალური გზაც. მიწა გამოგლეჯილია, დაახლოებით 10-15 მეტრი სიმაღლის კედელი ჩამოიშალა," - ამბობს აჭარის მაუწყებელთან საუბრისას ემზარ ბერიძე.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ტერიტორიაზე შესაძლოა ეროზიული პროცესები გაგრძელდეს და საცხოვრებელ სახლს საფრთხე დაემუქროს. ისინი ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლასაც ითხოვენ.