2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა. პრიორიტეტები: ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება.
მომავალი წლის რეგიონის მთავარი ფინანსურ დოკუმენტში საშემოსავლო გადასახადიდან მისაღები შემოსავლები 11%-ით იზრდება და 290 მილიონი ლარი იქნება. ბიუჯეტი, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს,რასაც მინიმუმ 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.