ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორების მხრიდან რელიგიური ნეიტრალიტეტის სავარაუდო დარღვევის საკითხს ეხმიანება და მოუწოდებს განათლების სამინისტროს ადეკვატური ზომები მიიღოს.
საქმე ეხება 30 ოქტომბერს ქედის რესურსცენტრში გამართულ შეხვედრას - სადაც სასულიერო პირები სკოლის დირექტორებს შეხვდნენ. EMC მიუთითებს, რომ შეხვედრის შინაარსი და სკოლის დირექტორების რიტორიკა იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმი თემის მარგინალიზაციას ახდენს.
ამასთან არღვევს კონსტიტუციით აღიარებული სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს. აჭარის განათლების სამინისტროს პასუხი გუშინ „მთავარისთვის“ არ გაუცია - სამინისტროს საპასუხო განცხადება არც დღეს გაუკეთებია.