შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გუშინ, 31 ოქტომბერს, სხვადასხვა მედიასაშუალების ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლების პირველი ნაწილით.
"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება", - აცხადებენ შსს.
გუშინ, რამდენიმე მედიასაშუალებამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა, ელექტრონული ფოსტით მუქარის შემცველი წერილი მიიღეს. აღნიშნულ წერილში Black Mirror-ად წოდებული უცნობი პირი 3 დღის ვადაში ანგარიშზე 500 ბიტკოინის გადარიცხვას ითხოვს.
წერილში უცნობი პირი 28 ოქტომბრის კიბერთავდასხმას თავის თავზე იღებს.