ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე დღეს მეშვიდე ტურის პარტიები გაიმართება. საქართველოს მეორე ნაკრების წევრები დღეს შავი ფერის ფიგურებით უკრაინის გუნდის წარმომადგენლებთან ითამაშებენ. ქალთა მესამე გუნდი დღეს ნორვეგიის ნაკრების მეტოქე იქნება. რაც შეეხება ვაჟებს, პირველი გუნდი დღეს ნორვეგიის, ხოლო მეორე სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
მეექვსე ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთის გუნდი 4:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს პირველ ნაკრებს 10 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ რუსეთის ნაკრებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. საქართველოს ქალთა მეორე ნაკრების წევრებიც საპრიზო სამეულისთვის იბრძვიან. მეექვსე ტურში მეორე გუნდის წევრებმა პოლონელებთან შეხვედრაში ყაიმი დააფიქსირეს. საქართველოს ქალთა მეორე ნაკრების ანგარიშზე 3 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხია.