"დაიწყეთ გარკვეული ჭორების აგორება" - თორნიკე რიჟვაძის მორიგი ბრალდება აჭარის მაუწყებელს

29 ოქტომბერი 2019, 15:17 2210 ნახვა

ბოლო დღეებში დაიწყეთ გარკვეული ჭორების აგორება  - ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ  ჩვენს  კითხვას,  რომელიც გუშინ  სოფლის  მეურნეობის  მინისტრის  მოადგილის  მამუკა თურმანიძის  თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხებოდა. ჩვენ  ვკითხეთ  მთავრობის თავმჯდომარეს საკადრო ცვლილებები უწყებაში ამით ამოიწურება თუ არა? რიჟვაძე აცხადებს საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში მინიმუმ არჩევნებამდე არ იგეგმება, აპარატის უფროსის კი იმუშავებს მანამდე სანამ თავადაა თანამდებობაზე, თუმცა ჩვენი კითხვა არჩილ ჩიქოვანს არ ეხებოდა.

არჩილ ჩიქოვანის სახელი მედიაში ბოლო დღეებში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აუდიტის სამსახურის  ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც სწორედ იმ პერიოდს ეხება, როცა დეპარტამენტს ახლა უკვე მთავრობის აპარატის უფროსი ხელმძღვანელობდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი