ქართველი მოჭიდავეები 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

29 ოქტომბერი 2019, 12:27 1120 ნახვა

70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მირზა სხულუხია და 79 კგ-ში მოასპარეზე ტარიელ გაფრინდაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ. სხულუხია რუსეთის წარმომადეგნელ ჩერმან ვალევს ხოლო გაფრინდაშვილი აზერბაიჯანელ აბაკაროვს შეხვდება, ედემი ბოლქვაძე და გივი მაჭარაშვილი დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებენ ბრინჯაოს მედლებისათვის ბრძოლას.

ფინალები დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. დღესვე 61-74-86-92 და 125 კგ წონით კატეგორიებში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ფალავნები    წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ. საქართველოს სახელით  თეიმურაზ ვანიშვილი, გიორგი სულავა, ზაურ  ბერაძე, დემურ  მეგენეიშვილი და ზურიკო  ურთაშვილი იჭიდავებენ. შეხვედრები 13:30 წუთზე დაიწყება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი