გიორგი ჩხეიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა!რუმინეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ყულაბას გიორგი ჩხეიძემ კიდევ 2 მედალი შემატა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 177/182 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.აკვრაში კი ჩხეიძემ თავი 222/226/228 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ასეთივე შედეგი დააფიქსირა ორჭიდის ჯამში მოგროვებული 410 კილოგრამითაც.