აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მორიგ სკანდალში ეხვევა

26 ოქტომბერი 2019, 20:30 2659 ნახვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მორიგ სკანდალში ეხვევა. ამ უწყებასა და შპს „ორბიტას“ შორის ელექტრონული ტენდერით 640 ათას 368 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წლის 21 თებერვალს გაფორმდა.  ამ ოდენობის თანხა კი,   ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის −„ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ რეაბილიტაციისთვის განისაზღვრა.

ხელშეკრულებით წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტიის საფუძველზე, კომპანიას 2018 წლის 2 მარტს ავანსის სახით-188 ათასი ლარი გადაერიცხა. თუმცა, შპს „ორბიტამ“ სამუშაოების დაწყების ვადები დაარღვია.  იმის მიუხედავად, რომ გზის რეაბილიტაცია დადგენილ ვადებში არ დაწყებულა, გზების დეპარტამენტს არ გამოუყენებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება და არ შეუმოწმებია გაცემული  ავანსის ხარჯვის მიზნობრიობა. კომპანია „ორბიტასთან“, შეთანხმების პირობების დარღვევის გამო, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ კი, უწყებამ  ათობით ათასი ლარი უკან ვეღარ დაიბრუნა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შპს „ორბიტაზე“ „ბაზისბანკიდან“ საბანკო გარანტიის გაცემა არ ფიქსირდება და შესაბამისად, ბანკი უარს ამბობს თანხის ანაზღაურებაზე. სწორედ ამიტომ, მაკონტროლებელი უწყება მიიჩნევს, რომ  შესაძლოა კონკრეტული პირების ქმედება თაღლითობის ნიშნებს შეიცავდეს. საქმეს ახლა აჭარის პროკურატურა იძიებს.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში