სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 39 ცხედარი ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო - გამოძიება

25 ოქტომბერი 2019, 17:51 3294 ნახვა

სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 39 ცხედრის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. დაკავებულია 38 წლის მამაკაცი და ქალი უატინგტონიდან, რომლებსაც ადამიანით ვაჭრობა ედებათ ბრალად.

სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუსრულებიათ 25 წლის სატვირთო ავტომობილის მძღოლის დაკითხვა, რომელიც  საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია.

​გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 გარდაცვლილიდან  31-კაცი, 8-ქალია.

ბრიტანეთის პოლიციამ ორი დღის წინ ესექსში, სატვირთო ავტომობილში 39 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ყველა გარდაცვლილი ჩინეთიდან  იყო.

ინფორმაციას bbc ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში