“როგორ იქცა 4 წელი 5 წლად?”-კითხვები მრჩევლის დიპლომთან დაკავშირებით

25 ოქტომბერი 2019, 15:22 1014 ნახვა

გაზეთ ბათუმელებში გამოქვეყნდა სტატია დღეს დამტკიცებული ერთ-ერთი მრჩევლის, თამილა დოლიძის დიპლომთან დაკავშირებით-„როგორ იქცა 4 წელი 5 წლად?“. კანონი მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს მაგისტრის ხარისხს სთხოვს ან მასთან გათანაბრებულს. თამილა დოლიძემ  ინსტიტუტში  4 წელი ისწავლა, რაც მისი დიპლომიდან ჩანს.  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 8 ოქტომბერს გაცემულ დოკუმენტში მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს ჩაუწერა, რომ მან 5 წელი ისწავლა.

დიპლომის მიხედვით, იგი 1982-1986 წლებში სწავლობდა ბელარუსიაში, გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და მიენიჭა რუსული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის კვალიფიკაცია. „არსებობდა კანონიერი საფუძველი. 2000 წლამდე 4-წლიანი განათლება უთანაბრდებოდა მაგისტრის ხარისხს. ალბათ, აქაც ეს შემთხვევაა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის პრესცენტრში.  სტატიაში  თამილა დოლიძე ფაქტს იმის ხსნის, რომ ექსტერნად სწავლობდა. ჩვენთან საუბარში  კი ამბობს, რომ ამ საკითხზე დეტალურ განმარტებას დღეს რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“ გააკეთებს. საკითხზე კომენტარი გაკეთდა უმაღლეს საბჭოშიც.   

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში