კალიფორნიაში ხანძრის გამო, 2000-მდე ადამიანი ევაკუირებულია. ადგილობრივებს საკუთარი სახლების დატოვება მას შემდეგ მოუწიათ, რაც ცეცხლი ტყის მასივზე გავრცელდა.
BBC-ის ინფორმაციით, ცეცხლია სონომას ოლქში, 10 000-მდე მოედო და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძარს 500 მეხანძრე სპეციალური ტექნიკით ებრძვის. პროცესში ვერტმფრენებიც ჩაერთვნენ.
ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს.
კალიფორნიაში ძლიერი ხანძარი გასულ წელსაც იყო, მაშინ სტიქიას 100 ადამიანი ემსხვერპლა.