საქართველოს მთავრობამ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შექმნა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით კომისიაში 10 სხვადასხვა უწყება გაწევრიანებდა,
მისივე თქმით, კომისიის მთავარი ამოცანა იქნება, რომ შეძლოს ძალიან ინტენსიურად და მაქსიმალურად კოორდინირებულად პროცესის წარმართვა 2300 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ადგილსამყოფელის თუ სამარხის დასადგენად.
"ყველას მოვუწოდებთ, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია შეირაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვალოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელის შესახებ ან თავად ჰყავს ასეთი ოჯახის წევრი და ჯერ არ განუცხადებია, მიმართოს კომისიას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არის ცალსახად და მხოლოდ ჰუმანიტარული პროცესი, რომელიც ემსახურება დაკარგული პირების ბედის დადგენას. ოჯახებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც მათ წლების ლოდინის შემდეგ გარკვეული აქვთ ახლობლის ბედი იმ მძიმე შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე უკავშირდება მათი გარდაცვალების ფაქტის დადგენას და ნეშტების გადაცემას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
1990-იანი და 2008 წლის შეირაღებული კონფლიქტების შედეგად, დაკარგულად ითვლება 2500-მდე ადამიანი. 2010 წლიდან წითელი ჯვრის ეგიდით ფუნქციონირებს ორი მექანიზმი, ორმხრივი: ქართულ-აფხაზური და სამმხრივი ქართულ- რუსულ ოსური მექანიზმი, რომელთა ფარგლებში დღემდე მოხერხდა 187 სამარხის გახსნა და და იდენტიფიცირებული იქნა 178 პირი და მათი ნეშტები დაუბრუნდა ოჯახებს.