აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უახლოეს პერიოდში დაიწყება - სოკარი

23 ოქტომბერი 2019, 10:09 1316 ნახვა

ბათუმში ოთხი ქუჩის მოსახლეობას ამ დრომდე ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება. შეზღუდვა არის ტაბიძის, ლეონიძის, რურუას და გენერალ ასლან აბაძიძის ქუჩებზე. ''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, ავარია უკვე ლიკვიდირებულია და მალე დაიწყება ჩართვის პროცესი. 

გუშინ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ''ბათუმის წყალმა'' მილი დააზიანა, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეწყდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი