12 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მსუბუქი ავტომობილი გუშინ დაეჯახა. მძიმეა, ექიმების ცნობით, ამის მიუხედავად შეიმჩნევა დადებითი დინამიკა. მცირეწლოვანი სხვადასხვა დაზიანებებით მიიყვანეს კლინიკაში. მათ შორის, აღენიშნებოდა ქალა ფუძის მოტეხილობა და დაჟეჟილობები.
გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავმა ავტომობილმა დამუხრუჭება ვერ მოახერხა. მათივე ინფორმაციით, მოზარდი კონტაქტური იყო, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.