„განდაგანას და მის ხალხურ საწყისებს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მას საფუძვლად, აჭარის ტრადიციულ სანახაობითი კულტურისთვის დამახასიათებელი „ყოლსამა“, ანუ მხარული, „თოფალოინი“, „თარნანინო“, „ჯაყდანანა“ და სხვა ცეკვები უდევს, რომლებიც აჭარაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა და საშემსრულებლო მრავალფეროვნებითაც ხასიათდებოდა.
სტატუსის მინიჭების ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა.