ნატახტრის გზაზე, სადაც მოძრაობა „შეცვალე“ მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებს, ორგანიზატორებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი მსხალაიას განცხადებით, პოლიციამ მათ აქციის გამართვის საშუალება არ მისცა. შელაპარაკება მცირე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ზებრა გადასასვლელზე გადაადგილებისას ისინი პოლიციელებმა ხელში აიყვანეს და გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. სამართალდამცველების ინფორმაციით კი, პროტესტის უფლება ყველას აქვს, თუმცა მაგისტრალზე გაჩერება და მოძრაობის შეფერხება არ შეიძლება.