თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საფრთხე არ ემუქრება. უწყების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა 6 ადამიანს დასჭირდა, აქედან ორი, ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა, უწყების ინფორმაციით, საშუალო სიმძიმისაა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. ვიდრე დადგინდება რამდენად მდგრადია დაზიანებული კორპუსი, დაზარალებულები დროებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.