შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება 27 ოქტომბერს 09:00 საათიდან დაიწყება. რაც შეეხება პრეტესტს, იგი ტესტირების წინა დღეს, 26 ოქტომბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია რეგისტრირებული აპლიკანტებისათვის.
პრეტესტის მიზანი მონაწილეებისათვის ტესტის ფორმატისა და პროცედურების გაცნობაა. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება.
ფოტო: არქივი