"პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით აღნიშნული კორპუსი  საცხოვრებლად გამოუსადეგარია"- ნაძალადევის გამგებელი

19 ოქტომბერი 2019, 13:47 1048 ნახვა

ნაძალადევის რაიონის გამგებელის, ირაკლი ხელაძის განცხადებით კორპუსი სადაც დღეს დილით აფეთქება მოხდა მინიმუმ ერთი კვირის ვადით საცხოვრებლად გამოუსადეგარია. 

"ამ დროისთვის მერიის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შენობის დათვალიერება. პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით აღნიშნული კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად. მოგვიწევს სრულად გამოყვანა ადამიანების. პირველ ეტაპზე, ვინც სურვილს გამოხატავს გადავიყვანთ სასტუმროებში, თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდო ისეთი დასკვნა, რომ შენობა გამოუსადეგარი იყოს საცხოვრებლად, მერე ქირით გავიყვანთ"-განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მისივე თქმით, ძირითადი პრობლემა აქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს, თუმცა იმდენად დაზიანებულია აფეთქების შედეგად, დასუფთავების ღონისძიებებია ჩასატარებელი და საფუძვლიანი დასკვნის გაკეთება ჯერ შეუძლებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი