ბათუმის მერია 2 მილიონამდე ლარს ანბანის კოშკის მიმდებარედ ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის დახარჯავს. საუბარია გასულ წლებში არაერთხელ შეკეთებული ფილების გამოცვლაზე.
ახლა გაცილებით დიდი ბიუჯეტით გრანიტის ფილების აყრა მიმდინარეობს, მის ნაცვლად კი ბეტონის საფარს დააგებენ და ფილებზე მიმსგავსებისთვის დეკორატიულად მოხატავენ.
რამდენიმე მილიონიანი საოცრებათა პარკი - „მთავარის“ ობიექტივში მთავარი კითხვებით - დაბალი ხარისხი, არასწორი გათვლა,, არასწორი ექსპლუატაცია, თუ აუდიტისთვის შესასწავლად საინტერესო ტენდერები?