ლოჯისტიკური ცენტრი ქედაში ისევ არ ფუნქციონირებს

18 ოქტომბერი 2019, 15:00 1020 ნახვა

ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც  ქედაში  ისევ  არ ფუნქციონირებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ორი კვირის წინ გვითხრეს, რომ ცენტრი სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა ,,მთავარის“ გადამღებ ჯგუფს შენობა დღეს დაკეტილი დახვდა.  სამინისტროში ამჯერად  გვითხრეს, რომ მიმდინარეობს თანამშრომლების შერჩევა და გადამზადება, ასევე ტექნიკის შემოწმება.   უწყებაში ლოჯისტიკური ცენტრის გახსნის ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებენ. ლოჯისტიკურ ცენტრში სოფლის მეურნეობის პროდუქციას  ჩააბარებენ, დახარისხდება და სარეალიზაციოდ მომზადდება.  ცენტრები ჯერ არც ხულოსა და შუახევში გახსნილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი