არქივის პროგრამული ბიუჯეტის განხილვა

06 სექტემბერი 2016, 00:00 3806 ნახვა

აჭარის საარქივო სამმართველოში დღეს 2017-2020 წლების პროგრამული ბიუჯეტის განხილვა მოეწყო. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო 3 წლის განმავლობაში უწყება საცავების რეაბილიტაციას და შენობა ნაგებობის გაფართოებას გეგმავს. გაგრძელდება ასევე ე.წ-ლი დიჯიტალიზაციის პროცესიც. პროგრამების განსახორციელებლად ჯამში, 3 წლის განმავლობაში მილიონ ნახევარ ლარამდეა საჭირო, საიდანაც ნაწილს დონორი ორგანიზაციები გაიღებენ. საარქივო სამმართველოში აცხადებენ, რომ შედეგად უწყების მთავარი პრიორიტეტის - საარქივო ფონდის დაცულობისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის რეალიზება მოხდება. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი