სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ცეცხლი დროებით, 120 საათით შეწყდება

17 ოქტომბერი 2019, 22:16 2246 ნახვა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების შედეგად სირიაში 120 საათით ცეცხლი შეწყდება, რათა ქურთების სახალხო შენაერთები უსაფრთხო ზონიდან გავიდნენ. ხოლო ოპერაცია სრულად შეწყდება მას შემდეგ, რაც აღნიშნული ძალები გავლენ“ - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აღნიშნულის თაობაზე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერზეც დაწერა.

 

Great news out of Turkey. News Conference shortly with @VP and @SecPompeo. Thank you to @RTErdogan. Millions of lives will be saved!

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 17, 2019

"შესანიშნავი ამბები თურქეთიდან, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩება" -  წერს დონალდ ტრამპი.

ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში