საარსებო მინიმუმი სამსულიანი ოჯახისთვის 302 ლარია - ბოლო ოფიციალური მონაცემები ცოტა ხნის წინ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაასაჯაროვა. მინიმუმს ეროვნული სამსახური 2004 წლიდან ითვლის, მაშინ კვებისთვის სამსულიან ოჯახზე 132 ლარი იყო დადგენილი.
ბოლო ათწლეულში თანხის ოდენობა გაიზარდა, მაგრამ ფაქტია რომ გაზრდილია დოლარის ფასიც, გაძვირებული ყოველდღიურობის ფონზე კი ასეთ ოჯახებში ამბობენ, რომ დადგენილი თანხა რეალურად არაფერია.
საარსებო მინიმუმი და არსებობისთვის საჭირო თანხა რომ ერთმანეთთან თავსებადი არაა ამაზე პრინციპში ოპოზიციასა და მმართველ გუნდშიც თანხმდებიან.