მთავრობა “ანაკლიის კონსორციუმთან” ხელშეკრულებას არ  წყვეტს

16 ოქტომბერი 2019, 18:12 985 ნახვა

ბოლო შანსი ანაკლიის კონსორციუმს. სააგანეტომ ვალდებულებები წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. მთავრობის გადაწყვეტილებას კონსორციუმის მენეჯმენტი მიესალმება, თუმცა კონკრეტულ დაბრკოლებებზე საუბრობენ, პრობლემების გადასაჭრელად კი მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევენ.

ივანიშვილის გეოპოლიტიკა და მთავრობის დამოკიდებულება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით დღესაც შეფასებების საგანი იყო. ოპოზიცისთვის მთავრობის დამოკიდებულება ნათელია, მათი მტკიცებით, პროექტის ჩასაშლელად მთავრობა ყველაფერს აკეთებს.

ხელისუფლება კი ისევ აღნიშნავს, რომ პროექტი მათთვის მნიშვნელოვანია. რატომ არ უნდა იყვნენ ამერიკელები შავ ზღვაზე, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, როგორ გამოიყენებს ანაკლიის კონსორციუმი მთავრობისგან მიცემულ ბოლო შანსს და რა შეფასებებს აკეთებს პოლიტიკოსები? – ჯამში ორი წლით.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში