მეწყერმა მუთიძეების ეზო ორად გაყო, თავად ოჯახის წევრები კი დროებით დააცალკევა. 7 წევრიანმა ოჯახმა საცხოვრებლის დატოვება, მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიწა მათ თვალწინ ჩავარდა. ოჯახს მერია დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ორი კვირაა ისინი დროებითი თავშესაფრითაც ვერ უზრუნველყვეს.
გეოლოგებმა ზედაპირული დათვალიერებით დაადგინეს, რომ ფერდსამაგრი სამუშაოები მათ პრობლემას მოაგვარებს. რას ითხოვს მუთიძეების ოჯახი და რას აპირებს ადგილობრივი მერია?