მთავარი პროკურატურა სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედის ცემაში ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. „ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ცემისა და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულ დავით ნაცვლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, დემურ სტურუას დედასთან ნონა ჯოჯუასთან, მისსავე საცხოვრებელ სახლში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი მივიდა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით. დავით ნაცვლიშვილმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნონა ჯოჯუას შვილს - დავით სტურუას. დავით ნაცვლიშვილს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და 372-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.