იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

12 ოქტომბერი 2019, 18:10 3091 ნახვა

ტაიფუნ „ჰაგიბისის“ გამო 4 მილიონზე მეტი ადამიანის, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოს მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობა. დაიღუპა 1. 

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ეს ქვეყანაში 60 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტაიფუნი იქნება, არსებობს წყალდიდობისა და მეწყერის მაღალი რისკი. სტიქიის ზონაში ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა.უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონაში დროებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა.

დაიხურა მაღაზიები და ქარხნები. გადაიდო ავიარეისები. ტაიფუნის გამო, იაპონიაში დღეს, რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი აღარ ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში