მომხმარებელმა სულგუნი შეიძინა, რომელიც რძის ნაცვლად, ფხვნილით დამზადებული აღმოჩნდა 

11 ოქტომბერი 2019, 16:32 4447 ნახვა

კარფურის ქსელში შეძენილი სულგუნის შემადგენლობაში, რომელსაც ეტიკეტზე მითიტებული ჰქონდა, რომ ნედლი რძისგან იყო დამზადებული რძის ფხვნილით შემზადებული აღმოჩნდა. ეტიკეტთან შეუსაბამო შიგთავსზე ეჭვი მომხმარებელს გაუჩნდა და მომხმარებელი.ჯის მიმართა. 

ორგანიზაცია წერს, რომ მოქალაქემ 2019 წლის 25 სექტემბერს, ფეისბუქის გვერდზე გაუგზავნა შეტყობინება, რომელშიც ეჭვს გამოთქვამდა, რომ თბილისში, ჰიპერმარკეტ „კარფურში“ ნაყიდი სულგუნი რძის ფხვნილისაგან იყო დამზადებული.  

"საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2019 წლის 30 სექტემბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე ჰიპერმარკეტ „კარფურში“ შევიძინეთ ი.მ. „ნოდარ ლაზარეშვილის“ მიერ დამზადებული  „სულგუნი“ და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში რძის ფხვნილის შემცველობის განსასაზღვრად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა რძის ფხვნილი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, რძის ნაწარმის დამზადება რძის ფხვნილისაგან დასაშვებია. გამონაკლისს წარმოადგენს ყველი, რომელიც მხოლოდ ნედლი რძისაგან უნდა იყოს დამზადებული" - წერია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ეტიკეტზე არ იყო მითითებული იმის შესახებ, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული, რასაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი