''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, დღეს, 11 ოქტომბერს, ავარიული დაზიანების გამო 11:00 საათზე 18:00 საათამდე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდება.
წყალი გაითიშება შემდეგ ქუჩებზე: 26 მაისის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;
მელიქიშვილის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;
ვაჟა ფშაველას ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;
ლუკა ასათიანის ქუჩა - რუსთაველიდან ზ. გორგილაძის ქუჩამდე;
რუსთაველის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე;
კლდიაშვილის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა ფშაველამდე;
მემედ აბაშიძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ლუკა ასათიანამდე;
ზურაბ გორგილაძის ქუჩა - მელიქიშვილიდან ვაჟა ფშაველამდე;
კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი შესაძლოა იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.