შავი კვამლი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების თავზე, გადაყრილი ცომი და დაზარალებული საცხობები - აჭარაში გაზის მიწოდება შეწყვეტილია. ბუნებრივი აირის აღდგენა ბოლო ინფორმაციით 12 ოქტომბრის ნაცვლად, ხვალიდან 11 ოქტომბრიდან დაიწყება.
იქედან გამომდინარე, რომ „სოკარი“ რეგიონში ერთადერთი მიმწოდებელია, ალტერნატივა არ არსებობს და შესაბამისად ყველა მის გადაწყვეტილებებზე და განცხადებებზეა დამოკიდებული. კომპანიაში მიზეზად მილსადენზე გეგმიურ სამუშაოებს ასახელებენ, ამბობენ რომ სამუშაოები დათქმულზე ადრე დაასრულეს. მაგრამ ირღვევა თუ არა ასეთ დროს მომხმარებლის უფლებები - კითხვა ჩვენ ენერგოომბუდსმენს დავუსვით.
სალომე ვარდიაშვილის თქმით იმ შემთხვევაში თუ გათიშვა 2 დღეს გაგრძელდება ეს არაგონივრული იქნება და კომერციულ ობიექტებს ინტერესების დაცვა სასამართლოში შეეძლებათ.