ბულვარში მოსეირნე ბატი გამოჩნდა - ის ზოოკუთხის ბინადარი არ აღმოჩნდა /ვიდეო/

10 ოქტომბერი 2019, 17:13 4004 ნახვა

დღეს, ბათუმის ბულვართან, ნინოშვილის ქუჩაზე მოსეირნე ბატი გადაიღეს. მას უკან დაცვის თანამშრომელი მიჰყვება. ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. მოქალაქეებს ფრინველი ზოოკუთხიდან გაქცეული ეგონათ, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. 

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეში ამბობენ, რომ მათი სამი ბატი ადგილზეა და ფრთებდაჭრილები მხოლოდ  წყალში ჭყუპმალაობენ.  როგორც ზოოკუთხეში გვითხრეს, ბატებს  სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ და პრევენციულად ფრთებს აჭრიან. 

ვიდეოში ჩანს, რომ ნინოშვილის ქუჩაზე მოსეირნე ბატს ფრთები აქვს და სეირნობის შემდეგ გაფრინდა. 

 

ფოტო და ვიდეო: 

Meqi Beradze

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი