დღეს დილიდან აჭარაში ბუნებრივი აირი ორი დღით გაითიშა. აბონენტებს გაზი მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არ მიეწოდება.
სოკარ ჯორჯია გაზის ინფორამციით, 11 ოქტომბრის ჩათვლით, გაზის მიწოდება შეუწყდება 93 ათასამდე აბონენტს. 12 ოქტომბერს, დილიდან, გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება. პროცესს სამი დღეს დასჭირდება.