მესტვირეობის ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

09 ოქტომბერი 2019, 16:08 1531 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ​ მესტვირეობის ტრადიციას - გუდასტვირის/ჭიბონის დამზადება, ოსტატ-შეგირდობა, საშემსრულებლო ხელოვნება და მესტვირული პოეზია, ზეპირი ტრადიცია და გამოხატვის ფორმა, საშემსრულებლო ხელოვნება - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ბრძანებას ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ 27 სექტემბერს მოაწერა, 3 კი ოქტომბერს არამატერიალური ძეგლების რეესტრში აისახა. 

მიმდინარე წლის იანვარში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ''ხაჭაპურის ტრადიციასაც'' მიენიჭა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში