შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან

05 სექტემბერი 2016, 00:00 4154 ნახვა

ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონს აჭარის განათლების მინისტრი შეხვდა. გიორგი თავამაიშვილმა რამაზ ზოიძე არაოფიციალურ გარემოში, მწვრთნელთან ერთად მიიღო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ახალგაზრდა სპორტსმენის თქმით, მიღწეულისა წარმატების  მიუხედავად მოდუნებას არ აპირებს და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საგზურის მოსაპოვებლად ემზადება. რამაზ ზოიძე ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის სამგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია. ბოლო გამარჯვება მან პირველ სექტემბერს საფრანგეთის ქალაქ მაკონში მოიპოვა, სადაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში