აჭარაში 93 000 აბონენტს გაზი ორი დღე არ ექნება

08 ოქტომბერი 2019, 14:20 9954 ნახვა

''სოკარის'' ინფორმაციით, აჭარაში ორი დღის განმავლობაში გაზი გაითიშება. მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს, დილის 6 საათიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, გაზის მიწოდება შეუწყდება  93 ათასამდე აბონენტს.

კომპანიაში ამბობენ, რომ 12 ოქტომბერს, დილიდან, გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება. ინფორმაციას როგორც გათიშვის, ისე ჩართვის თაობაზე ინდივიდუალურად, ყველა აბონენტს სმს-ის სახით აცნობებენ. 

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტული უბნები და ქუჩები დაზუსტებული არ არის. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დეტალებს აზუსტებს და განახლებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი