შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც სამინისტროს აჭარის რეგიონის დანაყოფებისა და პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.